შესყიდვებისა და იჯარების სახელმძღვანელო

საბეჭდი ვერსიასაბეჭდი ვერსიაელფოსტაზე გაგზავნაელფოსტაზე გაგზავნა

(კორექტირებული 2013 წლის იანვარში)

მინიმალური საოფისე სივრცეა 53 კვადრატული მეტრი (დაახლოებით 590 კვადრატული ფუტი). დამატებითი თანხის შემთხვევაში გათვალისწინებულია საოფისე ფართის დასრულებული სახით მოწოდების მომსახურება*:

  • ჭერი (აკუსტიკური კრამიტი)
  • იატაკი (ლამინატი)
  • კედლები (შეღებილი)

მიწოდების ვადები – 4-6 კვირა (შესაძლებლობის შემთხევაში - ნაკლებიც), სტანდარტული თუ შეკვეთით დამზადებული არჩევანის მიხედვით

*განსხვავებული ან დამატებითი მასალების მოთხოვნის შემთხვევაში, დაანგარიშდება მოთხოვნის შესასრულებლად საჭირო თანხა, მოთხოვნა უნდა ჯდებოდეს საოფისე ფართის მოხმარების გონივრულ ჩარჩოებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ან ინდივიდუალური საჭიროებების განსახილველად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

ვახტანგ ლაშხი
ფინანსური მენეჯერი
v.lashkhi@mioni.ge
+995 570 10 21 90
+995 599 94 60 03

ფართის შესყიდვა (ხარჯები)

საექსპლუატაციო მომსახურება და ხარჯები:

ნასყიდობის ხელშეკრულების მუხლი განსაზღვრავს კომუნალურ ხარჯებს: „მიმდინარე საექსპლუატაციო მომსახურების ხელშეკრულება საერთო მომსახურების ფართების შესახებ" შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • კვარდატულ მეტრზე განსაზღვრულ გადასახადს დამატებული დღგ (დამატებითი ღირებულების გადასახადი) 18 %
  • საერთო მოხმარების ფართების წმენდა-დასუფთავება
  • საექსპლუატაციო მომსახურება ელექტროობისა და სხვა სისტემებისთვის: გადამწვარი ნათურების, დაზიანებული შესაერთებლების შეცვლა და ა.შ.
  • ლიფტების ტექნიკური მომსახურება
  • დაცვის მომსახურება
  • ცენტრალური საკანალიზაციე და სანიაღვრე სისტემების ტექნიკური მომსახურება: პერიოდული რევიზია, შეკეთება, წმენდა და ა.შ.

ცენტრის განვითარების პოლიტიკა

მიონის ცენტრი დაფუძნდა იმ მიზნით, რომ შეექმნა გარემო, სადაც კერძო ბიზნესსა და ინდუსტრიას შეეძლებოდათ ურთიერთობა ორმხრივი სარგებლის სანახავად. ცენტრის განვითარების პოლიტიკის ამ განაცხადის მიზანია განსაზღვროს თუ როგორ უწყობს მიონის ცენტრი ხელს თავის ბიზნეს და ინდუსტრიულ პარტნიორებს შორის დადებით ურთიერთობას.

ქვემოთ იხილავთ რამდენიმე საბაზისო დებულებას, რომლებიც აადვილებენ კონკრეტული ბიზნესისა თუ ინდუსტრიის ხასიათის შესაბამისობის განსაზღვრას მიონის ცენტრთან.

  1. სასურველია ბიზნესის ან ინდუსტრიის ხასიათს გააჩნდეს ტექნოლოგიური ასპექტი, რომელიც რეზიდენტ კომპანიებთან მნიშვნელოვანი ურთიერთობის ჩამოყალიბების შესაძლებლობას იძლევა
  2. დასაშვებია შეზღუდული წარმოებითი საქმიანობები, თუმცა, კომპანიის საქმიანობას უნდა გააჩნდეს ძლიერი ტექნოლოგიური კომპონენტიც. მსგავსი კომპონენტების მაგალითებია: პროდუქციის დიზაინი, მოწინავე ინჟინერია, კვლევა და განვითარება და მოწინავე წარმოებითი ტექნოლოგია
  3. კონსტრუქციები, რომელთა აგებასაც კომპანია გეგმავს შენობის ტერიტორიაზე, ტექნოლოგიურად მოწინავე ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. მიონის ცენტრის კომიტეტმა უნდა განიხილოს შენობის გეგმა, რომ განსაზღვროს კონსტრუქციის ამ დებულებასთან შესაბამისობა
  4. მიონის ცენტრი შენობაში არსებულ კომპანიებს აღიქვამს როგორც პარტნიორებს ტექნოლოგიურად მოწინავე საზოგადოების განვითარების პროექტში. ცენტრი დაეხმარება პოტენციურ რეზიდენტ კომპანიებს თავიანთი გეგმების განვითარებაში და საუკეთესო ადგილმდებარეობის არჩევაში, რომელიც შეესაბამება როგორც კომპანიის, ისე ცენტრის ორმხრივ ინტერესებს.
გვერდი ბოლოს განახლდა: 03/29/2013 - 14:01